Carrier — საინჟინრო კომპანია

ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც სპეციალიზდება გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის სისტემების პროექტირებაში, მონტაჟსა და მომსახურებაში. ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის შევქმნათ კომფორტული, ენერგოეფექტური და უსაფრთხო გარემო როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ობიექტებში.
კომპანია დაკომპლექტებულია გამოცდილ და კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდით, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხარისხიანი მასალების გამოყენებით უზრუნველყოფენ სისტემების სწორ დაგეგმვასა და საიმედო მუშაობას.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- გათბობის სისტემების მონტაჟს და გამართვას
- კონდიცირებისა და გაგრილების სისტემების ინსტალაციას
- ვენტილაციის სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს
- სისტემების დიაგნოსტიკას, სერვისსა და ტექნიკურ მხარდაჭერას
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული პროექტის ხარისხიანი შესრულება, მომხმარებელთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და გრძელვადიანი შედეგი.
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ მომსახურება, დავნერგოთ თანამედროვე გადაწყვეტილებები და შევთავაზოთ მომხმარებლებს ეფექტური და ეკონომიური სისტემები.
სანდო პარტნიორები მთელ მსოფლიოში
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან და პარტნიორებთან, რათა საქართველოში მსოფლიო დონის, დროში გამოცდილი კლიმატური ტექნოლოგიები შემოვიტანოთ.